იაპონია

ყოველი 10-დან, სულ მცირე, ერთი იაპონელი 80 წლის ან უფროსი ასაკისაა

იაპონიაში ყოველი მეათე ადამიანი 80 წელს გადაცილებულია
GETTY IMAGES

იაპონიის ისტორიაში პირველად, ყოველი 10-დან, სულ მცირე, 1 იაპონელი 80 წლის ან უფროსი ასაკისაა.

ეროვნული მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 29.1%, ანუ დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი, 65 წლის და უფროსი ასაკისაა, რაც იაპონიისთვის რეკორდულად დიდი მაჩვენებელია.

გაეროს მონაცემებით, იაპონიას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა ჰყავს. მოსახლეობის ხანდაზმულობა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების პროპორციით იზომება.

იაპონიის მოსახლეობისა და სოციალური უსაფრთხოების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, იაპონიაში 2040 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 34.8%-მდე გაიზრდება.

იაპონიაში ასევე მაღალია ხანდაზმულთა დასაქმების მაჩვენებელი. 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა ეროვნული სამუშაო ძალის 13%-ზე მეტს შეადგენს.

ამასთან, იაპონიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობა აქვს. გასულ წელს ქვეყანაში 800 000-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა, რაც მე-19 საუკუნის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ 2023 წლის იანვარში თქვა, რომ შობადობის შემცირების გამო ქვეყნის საზოგადოებრივი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

იაპონიის შემდეგ მოსახლეობის ხანდაზმულობის მიხედვით მეორე ადგილას იტალიაა 24.5%-ით, ხოლო მესამე ადგილს 23.6%-ით ფინეთი იკავებს.

კომენტარები