უკრაინა-საქართველო

უკრაინა არ ჩარეულა, არ ერევა და არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში – ნიკოლენკო

ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო უარყოფს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის დემონიზებას ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. 

"ყურადღება მიიპყრო საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების განცხადებებმა საქართველოში აჯანყების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ. [...] უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას". - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და მისი ქვეშევრდომები მონაწილეობენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობების მომზადებაში. სუს-ის მტკიცებით, ორგანიზატორები განიხილავენ საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ევრომაიდანის მსგავსი სცენარის განხორციელებას. 

კომენტარები