რამზან კადიროვი

კადიროვი ჯანმრთელობის გაუარესებაზე გავრცელებული ცნობების უარსაყოფად ვიდეოს ავრცელებს

კადრი კადიროვის ვიდეოდან

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების პასუხად, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობა გაუარესებულია და ის კომაშია, ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე ვიდეო გამოაქვეყნა.

"აი ასე მიდის საქმე". – ამბობს კადიროვი ვიდეოში და საკუთარ არხზე წერს: "ყველას, ვინც ინტერნეტში ვერ არჩევს სიმართლეს ტყუილისგან, ძალიან ვურჩევ სუფთა ჰაერზე გასეირნებას, ფიქრების დალაგებას. წვიმა შესანიშნავად გამხნევებს".

გასულ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა, რომ კადიროვი არა უბრალოდ კომაში იყო, არამედ მოკვდა კიდეც. ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის დამძიმებასთან დაკავშირებული ცნობების დამტკიცება დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ხერხდებოდა. 

ცნობა, რომ კადიროვი ავად არის, უკვე დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიებში პერიოდულად ვრცელდება. 

კომენტარები