რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიიარტო: ევროპის პოლიტიკის შედეგი ომის იზოლირების ნაცვლად, ომის გლობალიზებაა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უკრაინის მიმართ ევროპის პოლიტიკამ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ გაამრთლა და ევროპამ ომის იზოლირების ნაცვლად ომის გლობალიზება მოახდინა. ამის შესახებ სიიარტომ ჰონგკონგში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის მიერ ამ ომისთვის გაცემული პასუხი შეცდომა და დიდი წარუმატებლობა აღმოჩნდა. ევროპას ომის იზოლირება უნდა მოეხდინა, თუმცა, ამის ნაცვლად მან ომის გლობალიზება მოახდინა. ევროპელებს ომი თავიდან უნდა აეცილებინათ, თუმცა ესკალაციის რისკები, პირიქით, იზრდება". - თქვა სიიარტომ.

ამავდროულად, სიიარტომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მუშაობს რუსეთი ომს აგრძელებს, ევროპის ქვეყნების ეკონომიკა კი ყოველდღიურ დარტყმებს განიცდის.

"სანქციების პოლიტიკა სრული წარუმატებლობაა, რადგან სანქციებმა ვერ მოახერხა მთავარი მიზნის მიღწევა – რუსეთისთვის ომის დასრულების იძულება. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება". - აღნიშნა სიიარტომ.

ამასთან, ხანგრძლივ ჭრილში ომის შედეგების საუბრის დროს აღნიშნა, რომ არსებობს "ძალიან სერიოზული რისკი", რომ მსოფლიო კვლავ ბლოკებად დაიყოს. სიიარტოს შეფასებით, ევროპის ეკონმიკური განვითარება მაღალ განვითარებული ტექნოლოგიებისა და ადვილად ხელმისაწვდომი და იაფი რუსული ბუნებრივი რესურსების კარგი კომბინაცია იყო. "ახლა მათ შორის კავშირები სათითაოდ წყდება". - დაამატა სიიარტომ.

კომენტარები