საქართველოს მთავრობა

მთავრობა: ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

მათივე ცნობით, ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რის შემდეგაც სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

"ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს". - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები