რუსეთი-ბელარუსი

ლუკაშენკომ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტი

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა. 

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის შეხვედრა სოჭში გაიმართა. მათ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში არსებული სიტუაციაზე ისაუბრეს.

ლუკაშენკოს სამმხრივი თანამშრომლობის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა პუტინი მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა. 

"შეგვიძლია ვიფიქროთ სამმხრივ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ ბელარუსისთვისაც შეიძლება  მოიძებნოს საქმე." - თქვა ლუკაშენკომ.

2023 წელს პუტინი და ლუკაშენკო მეშვიდედ შეხვდნენ. ლუკაშენკომ, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყენებდა რუსეთის სუბსიდიებსა და პოლიტიკურ მხარდაჭერას, კრემლს უფლება მისცა, რომ 2022 წლის თებერვალში ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ჯარების შეყვანისთვის გამოეყენებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის ტერიტორიას რუსული ჯარები კვლავ იყენებენ, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთ-უკრაინის ბრძოლას.

ამასთან, აშშ და მისი მოკავშირეები თვლიან, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამგვარი შეთანხმება დაარღვევს გაეროს სანქციებს ფხენიანის წინააღმდეგ, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან იარაღით ვაჭრობას კრძალავს.

"ჩვენ არასდროს არაფერს ვარღვევთ და ამ შემთხვევაში არ გვაქვს რაიმეს დარღვევის განზრახვა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების განვითარებაზე." - თქვა პუტინმა.


შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად რუსეთში ჩავიდნენ ქვეყნის სამხედრო შტაბის მაღალჩინოსნები. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი მიზანია ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის 

პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა კი  ქალაქ ციალკოვსკის მახლობლად, კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე გაიმართა. 

კომენტარები