გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგს შვედეთის პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალი მეორედ წარუდგინეს

BBC

შვედ კლიმატის აქტივისტს, გრეტა ტუნბერგს პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო ბრალი მეორედ წარუდგინეს. შვედეთის პროკურორის, იზაბელ ეკბერგის თქმით, 24 ივლისს დემონსტრაცია არ იყო ნებადართული და მან მოძრაობა შეაფერხა. 

ტუბერგი 19 ივნისს პორტში პროტესტის გამო გასამართლებას აპროტესტებდა. ივნისის დემონსტრაციისთვის ტუნბერგი $224-ით დააჯარიმეს. ის დემონსტრაციას სამხრეთ შვედეთის პორტში, ჯგუფ Reclaim the Future-თან ერთად მართავდა. 

ტუნბერგის მეორე სასამართლო პროცესი 27 სექტემბერს არის ჩანიშნული.


ტუნბერგს პირველად ბრალი 2023 წლის ივნისში შვედეთის ქალაქ მალმეში კლიმატის ცვლილების წინააღდეგ გამართული პროტესტის დროს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წარუდგინეს.

"პროკურორმა ბრალი წარუდგინა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც 19 ივნისს მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში, რომელმაც, პროკურორის თანახმად, მალმეში საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა… [ქალმა] უარი თქვა დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებას ადგილის დატოვებაზე". - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები