გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგს შვედეთში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წარუდგინეს

პოლიციას გრეტა ტუნბერგი მალმეში გამართული დემონსტრაციიდან გაჰყავს. 2023 წლის 19 ივნისი
Johan Nilsson/TT News Agency/Reuters

ივნისის თვეში შვედეთის ქალაქ მალმეში კლიმატის ცვლილების წინააღდეგ გამართული პროტესტის დროს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით გრეტა ტუნბერგს ბრალი წარუდგინეს.

"პროკურორმა ბრალი წარუდგინა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ამა წლის 19 ივნისს მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში, რომელმაც, პროკურორის თანახმად, მალმეში საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა… [ქალმა] უარი თქვა დამორჩილებოდა პოლიციის ბრძანებას ადგილის დატოვებაზე". - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალის სახელი ტექსტში არ არის მითითებული, შვედეთის პროკურატურის წარმომადგენელმა, ანიკა კოლინმა დაადასტურა, რომ განცხადება ტუნბერგს ეხება.

ტუნბერგს ჯარიმა, ან ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები