გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგი სკოლას ამთავრებს და პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს ვეღარ გააცდენს

გრეტა ტუნბერგი

შვედმა აქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა თქვა, რომ კლიმატის ცვლილებაზე ყურადღების მიქცევის მიზნით პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს ვეღარ გააცდენს, რადგან სკოლას ამთავრებს.

20 წლის ტუნბერგმა პარასკევობით სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების მოწყობა 2018 წელს დაიწყო. ტუნბერგის პროტესტს თინეიჯერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუერთდნენ, რაც საბოლოოდ მოძრაობად - პარასკევი მომავლისთვის - ჩამოყალიბდა.

რახან მოსწავლე აღარ იქნება, ტუნბერგი მომავალი პარასკევობის აქტივობებიდან სკოლის გაცდენას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ "ბრძოლა ახლა დაიწყო" და პროტესტის გაგრძელებას აპირებს.

კომენტარები