გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

ოთარ კობახიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. 

“ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს”. - წერია განცხადებაში.

სუს-ის განცხადების მიხედვით, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ნებისმიერ დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.

კომენტარები