ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გელათის, არარატის, დუშეთის, ალაზნის და არმაზის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბენდელიანის, სანერგის, დიდი ჯიხაიშის და იმერეთის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV V კვარტლების, ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ჟღენტის და ჩხიკვაძის ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ფატმანის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები