პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: ზურაბიშვილი უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება იმ მიზანს, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. ის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს. ასევე, კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ის, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას ხელს უწყობს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ განსაჯოს, პოლარიზაცია ვის ინტერესებშია.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე.

კომენტარები