მაროკო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა

Omar Imzilan

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი, მათგან 205-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

8 სექტემბერს ღამით მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა მაროკოს ატლასის მთებში, საღამოს 11 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაქეშიდან სამხრეთით 72 კილომეტრში იყო.

უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ.

სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ყველაზე მეტად მთიანი რეგიონი დაზიანდა, სადაც მაშველებს გზების დაზიანების გამო მისვლა უჭირთ.

კომენტარები