მაროკო

მაროკოში ჟურნალისტს აბორტის გამო ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Reuters

მაროკოელ ჟურნალისტს, ჰაიარ რაისუნსა და მის პარტნიორს აბორტის გამო ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჟურნალისტი მაროკოს დედაქალაქ რაბატში მაშინ დააკავეს, როდესაც გინეკოლოგიურ კლინიკას ტოვებდა.  

ჰაიარ რაისუნი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გაზეთში, Akhbar Al-Yaoum-ში მუშაობდა. პროკურორის თქმით, დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება. მისივე თქმით, კლინიკა, რომლის დატოვების დროსაც ქალი დააკავეს, უკანონო აბორტების გამო პოლიციის დაკვირვების ქვეშ იყო. სასამართლომ ექიმს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლოზე ჟურნალისტმა და მისმა პარტნიორმა თქვეს, რომ ქალს აბორტი არ გაუკეთებია. თუმცა, მოსამართლის თქმით, სამედიცინო და იურიდიული მტკიცებულებები საპირისპირო განაჩენის საფუძველი გახდა.   

Human Rights Watch-ის რეგიონულმა დირექტორმა ვერდიქტი "მაროკოს თავისუფლებისთვის შავ დღედ" შეაფასა. მისი თქმით, ეს "აშკარა უსამართლობა, უხეში დარღვევა და ადამიანის უფლებებზე თავდასხმაა".

კომენტარები