მაროკო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა, ისტორიული ქალაქი მარაქეში დაზიანდა

Reuters

8 სექტემბერს ღამით მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მიწისძვრამ ისტორიული ქალაქის, მარაქეშის შენობები დააზიანა. 

მიწისძვრა მაროკოს ატლასის მთებში, საღამოს 11 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაქეშიდან სამხრეთით 72 კილომეტრში იყო.

უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ.

სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ყველაზე მეტად მთიანი რეგიონი დაზიანდა, სადაც მაშველებს გზების დაზიანების გამო მისვლა უჭირთ.

კომენტარები