მაროკო

მაროკოში ორი სკანდინავიელი ტურისტი ქალის მკვლელობის გამო 19 ადამიანი დააკავეს

Reuters

მაროკოში ატლასის მთების რეგიონში ორი სკანდინავიელი ტურისტი ქალის მკვლელობასთან კავშირის გამო 19 ადამიანი დააკავეს.

მათ შორის არის 4 მთავარი ეჭვმიტანილი და 15 ადამიანი, ვისაც მათთან კავშირი ჰქონდა და მკვლელობის შესახებ იცოდა.

24 წლის დანიელი ლუიზა იასპერსენი და 28 წლის ნორვეგიელი მარენ ულანდი მოკლული 17 დეკემბერს იპოვეს.

მთავარი ეჭვმიტანილების ასაკი 25-დან 30 წლამდეა. 14 დეკემბერს მათ ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ერთგულებას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უცხადებენ.

კომენტარები