მაროკო

2 სკანდინავიელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულ 3 ჯიჰადისტს მაროკოში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ

AFP

გასული წლის დეკემბერში ატლასის მთებში ორი სკანდინავიელი ტურისტისათვის თავის მოკვეთაში ბრალდებულ სამ ჯიჰადისტს მაროკოში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ.

დანიელი, 24 წლის ლუიზა იასპერსენი და ნორვეგიელი, 28 წლის მარინ ულანდი იმისათვის მოკლეს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მათი ფიცი არ მიიღო.

25 წლის გამყიდველმა აბდესამად ეიუდმა და 27 წლის დურგალმა იუნეს უაზიადმა მკვლელობა ჩაიდინეს, ხოლო 33 წლის რაშიდ აფატი ამას ტელეფონით იღებდა. მათ ეს ვიდეო ონლაინ გაავრცელეს.

სამივე პირმა დანაშაული აღიარა.

დანაშაულთან კავშირში კიდევ 21 ადამიანია ბრალდებული და სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. მათ 15 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელი ემუქრებათ.

მაროკოში სიკვდილით დასჯა ბოლოს 1993 წელს მოხდა.

კომენტარები