მიწისძვრა მაროკოში

ზურაბიშვილი: ჩემი გულწრფელი სამძიმარი მაროკოელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"ჩემი გულწრფელი სამძიმარი მაროკოელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი უსახლკაროდ დარჩა.

ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ". - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

8 სექტემბერს ღამით მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამასთან, მიწისძვრამ ისტორიული ქალაქის, მარაქეშის შენობები დააზიანა. 

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 820-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-ზე მეტი დაშავდა. 

მიწისძვრა მაროკოს ატლასის მთებში, საღამოს 11 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაქეშიდან სამხრეთით 72 კილომეტრში იყო.

უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები