ამინდის გაუარესება

მოსალოდნელია წვიმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 8 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლოა 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპიც კი. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს". - წერია განცხადებაში. 

აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. სტიქიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, აქედან 1 არასრულწლოვანი, 1 პირის მიმართ კვლავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები