ამინდის გაუარესება

სენაკში ძლიერი წვიმის შედეგად 25-მდე სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, სენაკის რაიონში მდინარე ფაცა ადიდდა, რამაც 25-მდე სახლის, ეზოებისა და პირველი სართულის, დატბორვა გამოიწვია.

ადგილობრივთა თქმით, მდინარესთან ჯებირების აშენება აუცილებელია. ჯებირები დაახლოებით ერთი თვის წინ დაზიანდა და მას შემდეგ არ შეკეთებულა. მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების დროულად დაწყებას ითხოვს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცენტრალურმა მთავრობამ თანხა უკვე ჩარიცხა და მალე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები