იაპონია

იაპონიამ მთვარეზე დაჯდომის მისია დაიწყო

იაპონიამ მთვარეზე დაჯდომის მისია დაიწყო. იაპონიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს (JAXA) ინფორმაციით, Smart Lander for Investigating Moon-ის ტიპის რაკეტა წარმატებით აფრინდა. იაპონიის მიზანია მომავალი წლისთვის გახდეს მეხუთე სახელმწიფო, რომელიც მთვარეზე ხომალდს წარმატებით დასვამს.

კოსმოსური მისიის საწყის ეტაპზე SLIM-ის რაკეტის მიზანია საბოლოო დანიშნულების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში დაჯდომა. მისიის საერთო ღირებულება $100 მილიონს შეადგენს.

"SLIM-ის გაშვების მთავარი მიზანია, დაადასტუროს მაღალი სიზუსტის დაშვების შესაძლებლობა, რათა მივაღწიოთ მთვარის ზედაპირზე დაჯდომას იქ, სადაც გვსურს და არა მხოლოდ იქ, სადაც შეგვეძლება". – ამბობს იაპონიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს პრეზიდენტი, ჰიროში იამაკავა.

რაკეტის გაშვებიდან რამდენიმე საათში, JAXA-მ დაადასტურა, რომ მიიღო სიგნალი, რაც იმის მანიშნებელია, რომ გაშვებული რაკეტა უპრობლემოდ ოპერირებს.

რამდენიმე კვირის წინ, ინდოეთი გახდა პირველ ქვეყანა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსს მიაღწია. ხომალდი, რომელიც მისიას უეკიპაჟოდ ასრულებდა, მთვარეზე 23 აგვისტოს დაეშვა.

ამასთანავე ინდოეთი გახდა რიგით მეოთხე ქვეყანა, რომლის ხომალდიც მთვარეზე წარმატებით დაეშვა, აქამდე ამ მისიას თავი წარმატებით შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ყოფილმა საბჭოთა კავშირმა გაართვა

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რამდენიმე დღის შემდეგ დაეშვა, რაც რუსულმა ხომალდმა Luna 25-მა კატასტროფა განიცადა.

კომენტარები