პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს? გგონიათ, EU-ში სულელები ზიან?

სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა საქართველოს პარლამენტში, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატუს სტატუსს. მან პირდაპირ თქვა, რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს...

თქვენ გგონიათ, რომ იქ სულელები ზიან ევროკავშირში და ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს? ეს ხომ სისულელეა? ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები, მათთვის არის მნიშვნელოვანი, რას აკეთებს ხელისუფლება, ხელისუფლება და ხალხი არის ერთი და იგივე, იმიტომ, რომ ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე, ის მესიჯი, რომ ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს, გაყიდვადი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და თუ ხელისუფლება არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს სტატუსი რატომ უნდა მოვენიჭოს, არ მოგვენიჭება. სწორედ ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ის პირდაპირ უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინტერესს, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე, სადაც გამოაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

კომენტარები