თბილისის მერია

მერია: Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეებისთვის ავტობუსები 02:00 საათამდე იმუშავებენ

31 აგვისტოს, მიხეილ მესხის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეებისთვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს 1 სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.


საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

კომენტარები