რამზან კადიროვი

კიდიროვი: პუტინთან სიცოცხლის ორგზის ვალში ვარ

რამზან კადიროვის დაჯილდოება ვლადიმირ პიუტინის მიერ, 2022 წლის 22 დეკემბერი.

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სიცოცხლის ორგზის ვალშია.

ტელეგრამ-არხზე კადიროვი წერს, რომ "უცხოურ გამოცემებში რუსეთისგან განაწყენებული პოლიტოლოგების მიერ მისი სიკვდილის წინასწარმეტყველებებმა ძალიან გაამხიარულა".

"არ მომბეზრდება გამეორება და კიდევ ერთხელ სიამაყით ვიტყვი – მე ვარ რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის ქვეითი და არ ვეკუთვნი ჩემს თავს. მე ვეკუთვნი რელიგიას, სამშობლოს და მის ინტერესებს. მე მზად ვარ შევასრულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც მისი შედეგი სიკვდილი იყოს". – წერს კადიროვი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მის სიკვდილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის შიგნით უთანხმოების დათესვას ემსახურება. 

"დიახ, მე შევძლებ მოვკვდე, როდესაც გავიგებ, რომ ჩვენი პრეზიდენტის პატივისცემის საკითხში ჩემზე უფრო თავდადებული ადამიანი არსებობს. პუტინთან სიცოცხლის, არა ერთ, არამედ ორგზის ვალში ვარ". – დასძინა კადიროვმა. 

კომენტარები