25 აგვისტოს ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიისტეს გადაწყვეტილებით, ფინეთი უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ეს ფინეთისგან უკრაინისთვის გაგზავნილი მე18 სამხედრო დახმარების პაკეტი იქნება.
ინფორმაცია ფინეთის მთავრობამაც დაადასტურა.
"ფინეთის და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისთვის რჩება ურყევი. უმთავრესი საკითხი ფინეთისა და ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურისთვის არის ჩვენი უნარი, შევაჩეროთ რუსეთის აგრესია უკრაინაში" - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკინენმა.





