შვედეთი-NATO

შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება.

"მე ყოველთვის ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების მიმართ, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი". – თქვა მან.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს.

"ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი – როგორც კი თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ". – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე შვედეთის მიერ ეთნიკურად თურქების მფარველობის გამო იყო. NATO-ს ვილნიუსის სამიტზე თურქეთსა და ალიანსის სხვა წევრებს შორის შეთანხმება შედგა და თურქეთი დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 13 ივლისს თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხზე ოქტომბრამდე, შემოდგომის სესიის დაწყებამდე არ იმსჯელებდა. 

კომენტარები