ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კოჯრის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კეცხოველის, კერესელიძის, შულენბურგის, წყაროთუბნის, ვეკუას, ჯაბიძის, ნანეიშვილის, ხევძმარის, ბოჭორიშვილის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები