ირანი

ირანმა ახალი, შორ მანძილზე მოქმედი დრონები შექმნა

ირანმა მოდერნიზებული, უფრო შორ მანძილზე მოქმედი "მოჰაჯირი" დრონები შექმნა. ირანული წარმოების ახალ დრონს Mohajer-10 ერქმევა და ის მოქმედების ხანგრძლივობით და შორ მანძილზე ეფექტურობით გამოირჩევა. 

ინფორმაციას ახალი Mohajer-10-ის შექმნის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია საშუალება ავრცელებს. 

ახალ დრონს - Mohajer-10-ს 2 000 კილომეტრის მანძილზე და 7 000 მეტრ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია. მის მიერ გადაზიდული ტვირთის სიმძიმე 300 კილოგრამამდე შეიძლება ავიდეს, რაც ორჯერ აღემატება წინა თაობის Mohajer-6-ის მაჩვენებელს. 

ახალი დრონი ირანის სამხედრო ინდუსტრიის დღეს გამოუშვეს. 

აშშ ირანს უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთისთვის Mohajer-6-ის დრონების გადაცემაში ადანაშაულებს.

კომენტარები