შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანს ეძებენ.
შსს-ს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.