სომხეთი-აზერბაიჯანი

რუსმა სამშვიდობო ძალებმა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 41 მოქალაქე გადაიყვანეს

Эхо Кавказа

14 ივნისის შემდეგ პირველად რუსეთისა და მთიანი ყარაბაღის 41 მოქალაქე ყარაბაღიდან სომხეთში რუსმა სამშვიდობოებმა გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа მთიანი ყარაბაღის რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან თანამშრომლობის უზრუნველყოფის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის გადაყვანილი მოქალაქეები დიდი ხანია ელოდნენ ამ პროცესის დაწყებას. სამშვიდობო ძალებთან წინასწარი შეთანხმების თანახმად, მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებისა და რუსეთის მოქალაქეების ტრანსპორტირება უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს არაერთი ადამიანის გადაადგილების შეფერხებას.

"ამ დროისთვის ასობით სომეხი მოქალაქე ელოდება დაბრუნებას არწახში [მთიანი ყარაბაღი], 333 ადამიანი ელოდება გადაყვანას სომხეთში წითელი ჯვრის მეშვეობით გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მიზეზების გამო, ასევე ჰუმანიტარული, შრომითი და სხვა მიზნებისთვის.

აზერბაიჯანული მხარე ხაკარის ხიდთან მდებარე უკანონო საგუშაგოზე აგრძელებს დამამცირებელი პირობების შექმნას, ასევე არცახის მოქალაქეებისთვის უკანონო კონტროლსა და დაბრკოლებების შექმნას განაგრძობს. კერძოდ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანელებმა და მათ მიერ მოწვეულმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ გადაიღეს ისინი და შემდეგ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენეს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა მხარემ არ დაუშვა რუსეთის სამშვიდობო ძალების მანქანები ხაკარის ხიდზე, რის გამოც მგზავრები აიძულა, რომ ხიდი ბარგით ხელში ფეხით გადაეკვეთათ". - წერს ყარაბაღის მხარე. 

გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, 15 ივნისიდან დღემდე აზერბაიჯანი აგრძელებს სომხეთიდან მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების აკრძალვას, რის შედეგადაც ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების ალბათობა მთიან ყარაბაღში ყოველდღიურად იზრდება. სომხეთის სიუნიკის ოლქის კორნიძორის თემში, ლაჩინის დერეფნის შესასვლელთან არც თუ ისე შორს 26 ივლისიდან მთიანი ყარაბაღისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 400 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეჩერებულია.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

25 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები