სომხეთი-აზერბაიჯანი

ფაშინიანი: სომხეთი აზერბაიჯანს ექსკლავებისა და ანკლავების საკითხის მოგვარებას სთავაზობს

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანი აზერბაიჯანს ექსკლავებისა და ანკლავების საკითხის მოგვარებას სთავაზობს. ამის შესახებ ფაშინიანმა ერევანში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ისაუბრა.

"ექსკლავი არწვაშენი, რომელიც სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, 30 წელზე მეტია, აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება". - თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, უკიდურესად საეჭვოა, რომ აზერბაიჯანში ოფიციალურ დონეზე სომხეთის რესპუბლიკის "დასავლეთ აზერბაიჯანად მოხსენიება" დაიწყეს. მისი თქმით, სომხეთს ასე იხსენიებენ აზერბაიჯანულ მედიაში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

"როგორც ჩანს, ეს არის მზადება სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის მოსაწყობად. ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის". - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები