ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსული კანონი

რა ხდებოდა პარლამენტთან 2 მაისის ღამეს?

ხუთშაბათი, 2 მაისი, 2024 - 12:35
ლუკა ახალაია/ტაბულა
tbl.ge/6rw2
დაკოპირდა

1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17:00 საათზე, პარლამენტის უკან დაიწყო, სადაც სკვერში მყოფი დემონსტრანტები პოლიციამ დაბლა ჩამოყარა. 19:00 საათისთვის კი მოქალაქეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოს წინაც დაიწყეს. იმ დროისთვის, სპეცრაზმელები უკვე ჩიტაძის ქუჩაზე იყვნენ განლაგებული, რადგან პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. მალევე, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მე-2 მოსმენით მიიღო, რამაც მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ, პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა.

ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტის ჭიშკარს აზანზარებდნენ, რაზეც შენობის ეზოში მყოფმა სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენება დაიწყეს. თავდაპირველად, მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეიც გაუშვეს. თვითმხილველების ცნობით, მათ რეზინის ტყვიებიც ისროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჭრილობა თვალის არეში მიიღო.

ამის შემდეგ, ჩიტაძის ქუჩაზე დემონსტრანტებმა დამცავი ბარიკადების აგება დაიწყეს და ცეცხლიც აანთეს. სპეცრაზმელები მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს კვლავ იყენებდნენ და ქაფსაც ასხამდნენ. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილმა იუსტიციის სახლთან გზა, მტკვრის მარცხენა სანაპირო და მშრალი ხიდი გადაკეტა.

სპეცრაზმელებმა ჩიტაძის ქუჩაზე ხალხის დაშლა წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ სცადეს, თუმცა, აქციის მონაწილეები ადგილზე მაინც დაბრუნდნენ და პროტესტი განაგრძეს. მათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურის შენობის შესასვლელიც ჩახერგეს. ღამის 03:00 საათისთვის დემონსტრანტები პროტესტს აგრძელებდნენ. ახალგაზრდები პარლამენტის ჭიშკართან, ბარიკადებზე იდგნენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ - სპეცრაზმი კი მათ კვლავ ასხამდა წყლის ჭავლს.

გვიან ღამით რუსთაველზე სპეცრაზმი რამდენიმე მიმართულებით გამოჩნდა. დაახლოებით, 04:15 საათისთვის პოლიციამ წყლის ჭავლი ჭიჭინაძის მიმართულებით მდებარე შესასვლელიდანაც გამოიყენა. აქცია გამთენიისას დასრულდა.

აქციის მონაწილე თვალის არეში დაიჭრა
აქციის მონაწილეები ჩიტაძის ქუჩაზე, ბარიკადებთან
აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე ცეცხლი აანთეს
აქციის მონაწილე პარლამენტის ეზოში მყოფი სპეცრაზმელების წინ
აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარცხენა სანაპირო გადაკეტეს
აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდი გადაკეტეს
აქციის მონაწილე ჩიტაძის ქუჩაზე

 

რუსული კანონიაქცია რუსული კანონის წინააღმდეგსაქართველოს პარლამენტი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026 - 22:58გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
  • სამშაბათი, 20 იანვარი, 2026 - 14:15სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
  • პარასკევი, 26 სექტემბერი, 2025 - 21:07რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
  • სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2025 - 15:34საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
  • ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025 - 15:36საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:03

მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 15:00

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

სირიაში აფეთქება მოხდა იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 13:49

სირიაში აფეთქება მოხდა იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც მაკრონი უნდა მისულიყო

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის (რ)
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 13:45

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის (რ)

ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი
სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 13:42

ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი

ყველაზე კითხვადი

მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
1მამა ანდრიას თქმით, ევროპარლამენტის "უნიათობით" ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები მატულობს
2"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
3ტრამპი ირანის რეჟიმზე: ყველა ხამენეის დაკრძალვაზეა, მათი განადგურება 1 დარტყმით შეგვიძლია
4დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
5პუტინმა ტრამპს ისევ შეახსენა, რომ რუსეთში მიწვეულია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში