სამხედრო გადატრიალება ნიგერში

მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ECOWAS ნიგერში ჯარით შესვლისთვის მზადყოფნას აცხადებს

Anadolu Agency/Getty Images

დასავლეთ აფრიკის ბლოკი ECOWAS ხუნტასთან დიპლომატიური მცდელობების ჩავარდნის შემთხვევაში ნიგერში სამხედრო ჩარევისთვის მზადყოფნას აცხადებს. გადაწყვეტილება სამხედრო მაღალჩინოსანმა 17 აგვისტოს, განაში შეკრებილ არმიის მეთაურებს მიაწოდა.

ნიგერის ამჟამინდელი მმართველი ძალა, სამხედრო ხუნტა გაეროს, ECOWAS-ის და დასავლური ძალების მიერ პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნას შესაბამისი ქმედების გარეშე ტოვებენ. პრეზიდენტი ხუნტას მიერ 26 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების გამოცხადების შემდეგ ტყვეობაში იმყოფება. აფრიკის სახელმწიფოს მეთაურებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ ბრძანება სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ.

"არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ სხვა ვერაფერი მოხერხდა, დასავლეთ აფრიკის მამაცი ძალები თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის მზად იქნებიან. ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი მაინც აღდგება". - თქვა პოლიტიკის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ECOWAS-ს კომისარმა, აბდელ-ფატაუ მუსამ.

კომენტარები