ნიგერი

ნიგერის სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება გამოაცხადეს და საზღვრები ჩაკეტეს

ნიგერის არმიის სპიკერი, პოლკოვნიკი ამადუ ადრამანე სატელევიზიო მიმართვის დროს, 2023 წლის 26 ივლისი.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნის, ნიგერი სამხედროებმა გაავრცელეს სატელევიზიო მიმართვა, რომელშიც თქვეს, რომ პრეზიდენტი მუჰამედ ბაზუმი გადააყენეს. აქამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყნის ლიდერი პრეზიდენტის რეზიდენციაში ჰყავდათ გამოკეტილი.

განცხადებაში პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანმა თქვა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მიერ გადაწყდა "უსაფრთხოების სიტუაციის გამუარესებელი" და "ცუდი მმართველობის მქონე" რეჟიმის დასრულება.

აბდრამანის თქმით, ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა და გამოცხადდა კომენდანტის საათი, ასევე, რესპუბლიკის ყველა ინსტიტუტის მუშაობა შეჩერებულია. სამხედროებმა გააკეთეს მოწოდება, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში არ მოხდეს საგარეო ინტერვენცია. მათივე თქმით, ისინი ბაზუმის ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰასუმი მასუდუმ სამხედროების განცხადებას "სამხედრო გადატრიალების მცდელობა" უწოდა და თქვა, რომ არმია გადატრიალებას მხარს სრულად არ უჭერდა. მისივე ცნობით, მოლაპარაკებების მცდელობები გრძელდება, მათ შორის ნიგერიის პრეზიდენტის ჩართულობით.

2020 წლის შემდეგ ეს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკის რეგიონში მომხდარი მეშვიდე სამხედრო გადატრიალებაა და შესაძლოა დასავლეთს გაურთულოს საჰელის რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა ჯიჰადიზმთან ბრძოლაში.

ამას გარდა, ნიგერი ევროკავშირისთვის იყო მნიშვნელოვანი მოკავშირე სუბსაჰარული აფრიკიდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაში. გასულ წელს საფრანგეთმა სამხედროები ნიგერიდან მალიში გადაიყვანა, როცა შუალედურ მთავრობასთან ურთიერთობა გაურთულდათ. მსგავსი დაძაბულობის დროს მათ ძალები ბურკინა ფასოდანაც გამოიყვანეს.

მას შემდეგ რაც ნიგერმა 1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ეს უკვე მეოთხე სამხედრო გადატრიალებაა. ბაზუმი იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

 

კომენტარები