ბათუმი

გარდაიცვალა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერმა გადაუარა

ბათუმში, ზღვაში კაცს სკუტერმა გადაუარა - იგი გარდაიცვალა.

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ინციდენტის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგიროს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

კომენტარები