სტიქია რაჭაში

საპატრიარქო 11 აგვისტოს განცხადებაზე: ჩვენი ყველა განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული

საქართველოს საპატრიარქო

საპტრიარქომ 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე არსებული გამოხმაურებების პასუხად ახალი მიმართვა გაავრცელა

ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ 11 აგვისტოს გავრცელებული სიტყვები, რომლებითაც დეკანოზ დავით ისაკაძის ქადაგებას ემიჯნებოდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებული იყო და ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ განცხადების ავთენტურობაში ეჭვის შეტანა გაუმართლებელია.

"ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია. ჩვენს გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა.

ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ". - წერია საპატრიარქოს ახალ განცხადებაში.

აქამდე, დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგების დროს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიაზე თქვა, რომ ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა. ამ სიტყვებს საქართველოს საპატრიარქო 11 აგვისტოს გაემიჯნა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსგავს "ფაქიზ თემებზე" საჭირო იყო თავშეკავება.

კომენტარები