სტიქია რაჭაში

საპატრიარქო ისაკაძეზე: მათ პირად აზრს ვემიჯნებით, ასეთ ფაქიზ თემებზე თავი უნდა შეიკავონ

საპატრიარქო

"დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც ვემიჯნებით" - საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და "კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან".

საპატრიარქოს განცხადებითვე, "ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს".

დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგების დროს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიაზე თქვა, რომ ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა.

კომენტარები