სტიქია შოვში

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვის სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნ დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზრდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

სტიქიის ზონაში კიდევ 7 ადამიანს ეძებენ. ამ დრომდე ნაპოვნი ცხედრებიდან 20 იდენტიფიცირებულია.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

სტიქიის ზონაში მე-13 დღეა მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. შსს-ს ინფორმაციით, მიწის მასის 90% უკვე გადამოწმებულია.

კომენტარები