სტიქია შოვში

შსს: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 % გადამოწმებულია

შოვში, სტიქიის ზონაში მე-13 დღეა მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. შსს-ს ინფორმაციით, მიწის მასის 90% უკვე გადამოწმებულია. 

"სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები".- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამძებრო ღონისძიების ფარგლებში 25 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია. 8 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. 

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები