რაჭაში, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქე ზაზა მესხის უფროსი შვილის ცხედარი ამოიცნეს. ინფორმაციას მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს.
"ნაპოვნია და დნმ-ის ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის ერთი შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით, პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭისგან უფროსი". – წერს მესხის ყოფილი ცოლი.
ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის ოჯახი 3 აგვისტოს შოვის სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სამაშველო სამუშაოების დროს დაღუპულებს შორის მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. დღემდე დაკარგულად ითვლებიან თავად ზაზა მესხი და 2 შვილი.
ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 25-ის ვინაობა დადგენილია. სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.
რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.