პოლონეთი

პოლონეთში ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდება

REUTERS/Kacper Pempel/File Photo

15 აგვისტოს ვარშავაში ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდება. სამხედრო აღლუმი პოლონეთის ვარშავის ბრძოლის 103 წლისთავზე გაიმართება. ვარშავის ბრძოლაში 1920 წელს პოლონურმა ჯარმა საბჭოთა რუსეთის არმია დაამარცხა. აღლუმზე წარმოდგენილი იქნება M1A1 ტიპის ტანკები, რომლებიც პოლონეთმა ამერიკისგან იყიდა, ასევე HIMARS-ისა და Patriot-ის სისტემები და სამხრეთ კორეული K2 ტიპის ტანკები. 

პოლონეთის სამხედრო სიძლიერის ჩვენება პოლონეთის მთავრობას სურს რუსეთიდან და ბელარუსიდან მომდინარე ომის რისკების პარალელურად. ასევე, სავარაუდოა, რომ პოლონეთის მმართველ პარტიას ქვეყნის სამხედრო ძალის დემონსტრირება წინასაარჩევნო პერიოდში სჭირდება. საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 15 ოქტომბერს ჩატარდება. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლის პარტიისთვის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. 

"ეს აღლუმი წინა აღლუმებისგან განსხვავებული იქნება. ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ მოდერნიზაციის პროცესი პოლონური არმიის შეიარაღებაში." - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშცაკმა.

კომენტარები