ირანი

ირანი სამხრეთ კორეის მიერ განბლოკილი აქტივებით არასანქცირებულ საქონელს შეიძენს

West Asia News Agency/REUTERS

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, მუჰამედ რეზა ფარზინის ინფორმაციით, სამხრეთ კორეამ გაყინულ აქტივებზე ირანს შეზღუდვა მოუხსნა, რის შემდეგაც, ქვეყანა მათ არასანქცირებული საქონლის შესაძენად გამოიყენებს

ფარზინის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანს სანქციების მოხსნის შემდეგ აქტივების განკარგვის შეზღუდული სივრცე ექნება და მკაცრად იქნება განსაზღვრული ის, თუ რაში გამოიყენებს თეირანი მათ. შეთანხმების მიხედვით, სანქციები მოიხსნა მას შემდეგ, რაც თეირანმა ხუთი ამერიკელი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ირანს თანხებით საკვების, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის, რომლებიც არ იქნება ორმაგი სამხედრო გამოყენებისთვის, შეძენა შეეძლება. 

"ვულოცავ სავალუტო დიპლომატიის გუნდს გაყინული აქტივების წარმატებით განბლოკვას". - წერს ფარზინი სოციალურ ქსელში.

კომენტარები