სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში კიდევ 13 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები