სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერში სამხედრო ხუნტამ საჰაერო სივრცე დაკეტა

Reuters 

ნიგერში სამხედრო ხუნტამ სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გამო საჰაერო სივრცე გაურკვეველი ვადით დაკეტა

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის - ECOWAS-ის წევრმა ქვეყნებმა გააფრთხილეს სამხედრო ხუნტა, რომ თუ პრეზიდენტ ბაზუმს 6 ივლისის 23:00 საათამდე არ დაუბრუნდებოდა ძალაუფლება, ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებდნენ ხუნტის დასამარცხებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხუნტამ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო ხუნტას პრესსპიკერმა თქვა, რომ ნიგერის არმია მზადაა ქვეყნის დასაცავად.

ნიგერში აჯანყებულებმა 26 ივლისს პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი გადააგდეს. გენერალმა აბდურაჰმანე ტჩიანიმ თავი სახელმწიფოს ახალ ლიდერად გამოაცხადა. ECOWAS-ის წევრი სახელმწიფოები გმობენ ნიგერში სამხედრო გადატრიალებას. ამჟამად, ECOWAS-ის თავმჯდომარის სტატუსი ნიგერიას აქვს.

მეზობელმა სახელმწიფოებმა ნიგერს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესეს. ორგანიზაციის 15 წევრი სახელმწიფოს მიერ ნიგერისთვის დაწესებული სანქციები საზღვრების ჩაკეტვას და ქვეყანასთან ყველა სახის ფინანსური და კომერციული ურთიერთობის შეჩერებას მოიცავს.

კომენტარები