საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, რაჭაში, სტიქიის შედეგად დაწყებულია გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით არის აღძრული.
"ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები". – ამბობს მღებრიშვილი.
მღებრიშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე ვერტმფრენების დროულად გამოყენების თაობაზე.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პირველივე წუთიდან, უმოკლეს ვადაში, რაც შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენების ცაში აფრენის, ეს განხორციელდა". – თქვა მღებრიშვილმა.
რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.
- მოქალაქე: შოვში ცოლი და 3 შვილი მყავს ჩარჩენილი, აღარ გამოდიან კონტაქტზე, რამე ქენით
- მოქალაქე: შვილთან და სამ შვილიშვილთან კონტაქტი არ მაქვს, არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნი 18 ცხედრიდან 14 იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას ონის მერი, სერგო ხიდეშელი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ კიდევ 16 დაკარგულს ეძებენ.





