მეწყერი შოვში

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ჯამში – 6

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. ოფიციალური მონაცემებით, შოვში ამ ეტაპზე ექვსი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.  მისივე სიტყვებით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები