სტიქია რაჭაში

ენერგო-პრო ჯორჯია: შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე შოვი და სოფელი გლოლაა დარჩენილი.

"რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვსა და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენით სამუშაოების დაწყებას ართულებს. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება". - წერია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებაში.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

 

კომენტარები