საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში

ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ასევე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკასთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. ამაზე უზენაესი ეროვნული ინტერესი დღეს ქვეყანაში არ არსებობს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

კომენტარები