უბედური შემთხვევა

სართიჭალაში მამაკაცს რკინა-ბეტონის ფილა დაეცა – ის ადგილზე დაიღუპა

სართიჭალაში კაცს რკინა-ბეტონის ფილა დაეცა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები