ქართული ოცნება

ღუდუშაური: 2024-ში ნაცმოძრაობის პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანი უნდა დავაჭედოთ

ქვეყანა და ხალხი რომ ნაციონალური მოძრაობისგან არანაირ სიკეთეს არ უნდა ელოდოს, ეს ხომ ცალსახაა. ის, რომ 2024 წელს ჩვენ, ქართველმა ხალხმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანი უნდა დავაჭედოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სრულიად ნათელი და მე ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალური საკითხია. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური მოძრაობა ხალხის ძალის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებას. სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლისა და მისი გასამართლების პროცესი.

კომენტარები